ბათუმში, მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ბათუმმა მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ჩემპიონატი “ანგისას” სპორტულ ბაზაზე გაიმართა. მასში 38 სპორტსმენი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის პირველი ადგილის მფლობელი მედეა გვინჩიძე გახდა, მეორე ადგილზე ციკო ფუტკარაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილს სალომე ხარშილაძე დაეუფლა.

რაც შეეხება ვაჟ გამარჯვებულებს, მათ შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული თემურ მაკიევმა მოიპოვა, მეორე ადგილი ალექსანდრე მაჭავარიანმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი, მირიან წულუკიძე გავიდა.

ტურნირის ფარგლებში, შეჯიბრი პარამშვილდოსნობაშიც გაიმართა, სადაც საპრიზო სამეული ასე გადანაწილდა: ტურნირის ჩემპიონი ჯუანშერ ჯინჯიხაძე გახდა; მეორე ადგილზე ზვიად დუმბაძე გავიდა; მესამე ადგილის მფლობელი კი, გია ბენიძე გახდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი