ნონა გაფრინდაშვილმა ნეაპოლში მასტერკლასი ჩაატარა

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს, ასევე, ჭადრაკის ,,ოსკარის” პირველმა და სხვა არაერთი ჯილდოს მფლობელმა ნონა გაფრინდაშვილმა, იტალიის ქალაქ ნეაპოლში, ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოჭადრაკემ 13 მეტოქის წინააღმდეგ ითამაშა. მან 13-დან ცხრა პარტიაში იმარჯვა, ოთხი კი ყაიმით დაამთავრა.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი სენიორ (65 წელს გადაცილებულ) მოჭადრაკეთა შორის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ამჟამად კი, ქართველი სპორტსმენი, ევროპის სენიორთა ჩემპიონატზე ასპარეზობს.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი