გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირმა (UNFP) ლიგა 2-ის მთავარ პრიზებზე ნომინირებული ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ვინაობა უკვე გამოავლინა. გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2- ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

,,ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, ბოლო ტურში ,,ბასტიასთან“ მატჩის მოგება დაგვჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო  კლუბს, რომელიც მენდობა. ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ხმა მომცეს“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ დაჯილდოების შემდეგ.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ ეტაპზე, მიქაუტაძე „კანის“ შემტევს, ალექსანდრე მენდის 4 ბურთით უსწრებს.

გამორჩეულ მოთამაშეებს, საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფკავშირი (UNFP)  ყოველი სეზონის ბოლოს აჯილდოებს.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი