დაუმარცხებელი ჩემპიონის საუკეთესო მოტო რბოლა თბილისის ზღვაზე – გიორგი გახელაძის კიდევ ერთი დიდი წარმატება

22 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელი გახდა. სპორტსმენმა  ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოციკლეტით თბილისის ზღვაზე გაიარა. მან 2 კილომეტრი 80კმ/სთ სიჩქარით გადაკვეთა და მსოფლიოს ლიდერთა შორის მესამე ადგილი დაიკავა.  როგორც თავად ამბობს, ბედნიერია, რომ მიზანს მიაღწია და პირველივე ცდაზე წყალზე გაიარა. ეს მისთვის ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იყო.

გიორგი გახელაძეს ექსტრემალური სპორტი ბავშვობიდან იტაცებდა. 14 წლის იყო, როცა პირველად მეგობარმა მოტოციკლეტზე დასვა. მას შემდეგ მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა. მოტომრბოლელის თავგადასავალი  მაშინ დაიწყო, როდესაც მშობლებმა ოცნება აუსრულეს და მოტოციკლეტი აჩუქეს. შემდეგ იყო დიდი შრომა და მიზნისკენ სწორი მიმართულებით სვლა.  2017 წელს, 16 წლის ასაკში, პირველი საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. მას არაერთი წარმატება მოჰყა. მისი სპორტული მიღწევები საქართველოს საზღვრებს გასცდა. უკრაინა, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, სერბეთი- ეს ის ქვეყნებია, სადაც სპორტსმენმა საქართველო ასახელა.  დღეს უკვე, გიორგი გახელაძე ენდურო სპორტის დაუმარცხებელ ჩემპიონადაა აღიარებული.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ენდურო მოტორბოლა, როგორც სპორტის ახალი სახეობა, ჯერ კარგად არ არის განვითარებული, არავის ეგონა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა. მიუხედავადა ამისა, ყოველთვის ახერხებდა, რომ არაერთ შეჯიბრში საერთაშორისო დონეზე გამოეჩინა თავი. სპორტსმენი, თავისი მიღწევებით, ყოველთვის ამტკიცებდა, რომ საქართველოში არიან პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც, დიდი შრომის ფასად, მიზანს ყოველთვის აღწევენ.

წინ ახალი გამოწვევებია. გიორგი გახელაძეს  კიდევ არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს, ისევ შრომის ფასად და ისევ წარმატებით. სამომავლოდ არაერთი საინტერესო გეგმა აქვს. ფიქრობს, უახლოეს პერიოდში, შავი ზღვა  მეტი მანძილით დაფაროს. ქართველი ენდურო მოტომრბოლელი  საკუთარი ოცნებებისთვის ბოლომდე იბრძოლებს და, თავისი მიღწევებით, საქართველოს კიდევ არაერთხელ ასახელებს.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი