,, კვარადონა- ქართული სასწაული“ – ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი წიგნის მთავარი გმირია
![](https://24media.ge/wp-content/uploads/კვარას-წიგნი.jpg)
ჩვენი ქვეყნის საამაყო ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მეორე წიგნი მიეძღვნა. ,,კვარადონა-ქართული სასწაული“ იტალიელ ჟურნალისტს ემანუელე ჯულიანელის ეკუთვნის. წიგნის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება.
,,წიგნის ავტორმა ბევრი ადამიანისგან მიიღო ინფორმაცია, მათ შორის ჩემგანაც, როგორც ხვიჩას თანამემამულისგან. წიგნი 2 ივნისს გამოვიდა, ჯერ პრეზენტაციაც არ ყოფილა. ჯულიანელიმ გამომიგზავნა სამი ეგზემპლარი, ერთი ჩემთვის, ერთი ხვიჩას მამისთვის და ერთიც ნეაპოლის ქართული ბიბლიოთეკისთვის“,- აღნიშნა ჟურნალისტმა ნინო მამუკაძემ.
,,ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი და სიხარულია, რომ ჩემს წიგნში წარმოდგენილია ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელიაც. ის წიგნს იმ დღიდან ელოდება, რაც ორთვენახევრის წინ პირადად შევხვდით“,- წერს წიგნის ავტორი სოციალურ გვერდზე.
ნეაპოლელი ემანუელე ჯულიანელი თავისუფალი ჟურნალისტია. იგი 7 წიგნის ავტორია, მათ შორის, ორი სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი. ჟურნალისტი სხვადასხვა იტალიურ გამოცემასთან თანამშრომლობს.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, გიორგი კეკელიძის ავტორობით, უკვე გამოიცა წიგნი ,,ხვიჩა კვარაცხელია-სახელად ვარსკვლავი“, რომელიც იტალიურ ენაზე თარგმნის პროცესშია.
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)