დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

8 ივნისს, გაერო მსოფლიო ოკეანეების  დღეს აღნიშნავს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიებები ათეულ ქვეყანაში გაიმართება.  მსოფლიო ოკეანის დღე დაწესდა იმისთვის, რომ ადამიანებს შეგვახსენოს ოკეანის მნიშვნელოვანი როლი პლანეტისა და მთლიანად კაცობრიობის ცხოვრებაში და შევქმნათ მასთან ურთიერთქმედების გეგმა. ეს დღე ყოველწლიური ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ორგანიზებულია ოკეანის საქმეთა და ზღვის სამართლის სამმართველოს მიერ.

ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება, კონკრეტულ თემას ეძღვნება. გაეროს ღონისძიებების ფარგლებში, მეცნიერები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა სექტორის ექსპერტები ერთმანეთს ხვდებიან, განიხილავენ ოკეანის წყლების ამჟამინდელ ხარისხს და მსჯელობენ როგორ დაიცვან ის კაცობრიობის მავნე ზემოქმედებისგან. ასევე, აწყობს ყოველწლიურ საერთაშორისო ფოტოკონკურსს ,,ოკეანეები“.

იუნესკოს სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისია კი  სხვადახვა ღონისძიებებს- გამოფენებს, ფორუმებს, თემატურ ლექციებსა და კონფერენციებს ატარებს.

მსოფლიო ოკეანის დღეს, სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება ზოოპარკებსა და აკვარიუმებში, ეწყობა საზღვაო თემისადმი მიძღვნილი გამოფენები და ფესტივალები.

მსოფლიო ოკეანეების დღის იდეა პირველად 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში, დედამიწის სამიტზე გაჟღერდა; 1993 წლიდან, ეს დღე არაოფიციალურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; 1998 წელს, ოკეანის მსოფლიო დღე აღიარა იუნესკოს სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიულმა კომისიამ; 2008 წელს კი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ოკეანეების მსოფლიო დღედ 8 ივნისი ოფიციალურად იქნა აღიარებული.

რეზოლუციამ  სახელმწიფოებს მოუწოდა, განაგრძონ თანამშრომლობა ნაოსნობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად და იზრუნონ გემებიდან დაბინძურების კონტროლის პრევენციაზე, შემცირებასა და შენარჩუნებაზე.

მსოფლიო ოკეანეების დღე  გვაძლევს საფუძველს  გავიხსენოთ, რომ  მსოფლიო ოკეანე, რომლის 70% წყლითაა დაფარული,  სასიცოხლოდ ძალზედ მნიშვნელოვანია. ოკეანის რესურსები არის ადამიანის ცივილიზაციის განვითარებისა და შემდგომი არსებობის გასაღები. მისი სივრცე ვაჭრობის ასპარეზია. მსოფლიო ოკეანის როლი კლიმატის რეგულირებაში სისტემურია, მისი წყლები კი ნახშირორჟანგის ერთ-ერთი მთავარი შთამნთქმელია. სამწუხაროდ, ადამიანის საქმიანობის დესტრუქციული ზემოქმედების გამო, ოკეანეში მცხოვრები ბიოლოგიური სახეობების მრავალფეროვნება საფრთხის ქვეშაა, რაც სტაბილურად იზრდება. ზღვის ცოცხალი რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაცია, კლიმატის ცვლილება და ოკეანეების დაბინძურება საშიში ნივთიერებებით და სამრეწველო ნარჩენებით, ეს ყველაფერი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო გარემოს. ეს ასევე ეხება კრიმინალურ ქმედებებს, მათ შორის მეკობრეობას, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს გემებისა და მეზღვაურეების უსაფრთხოებაზე.

ექსპერტების აზრით, არამდგრადი თევზაობა ასევე ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენს ოკეანეზე, რადგან ბიორესურსების აღდგენის ტემპი გაცილებით ნაკლებია თევზაობის შესაძლებლობებზე. ეს კი იწვევს სანაპირო ეკოსისტემების დეგრადაციას.

ოკეანე დედამიწის უწყვეტი გარსია, რომელიც გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს და ახასიათებს მარილების ერთნაირი შემადგენლობა. ის არის მრავალი ცოცხალი ორგანიზმის ჰაბიტატი, ჟანგბადის წყარო, რესურსები და სივრცე ადამიანის გადაადგილებისთვის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დავიცვათ ყველა ის წესი, რომელზეც პროფესიონალები მიგვითითებენ.

 

ლიკა მაჩხანელი