,,საქართველოს მატჩი განსაკუთრებულია“- ,,ევრო 2024“- ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება უკვე დაიწყო

17 ივნისს, ლარნაკაში,  თემურ ქეცბაიას გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრები შეხვდება. კვიპროსის ნაკრებმა  ,,ევრო 2024“- ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება უკვე დაიწყო. შეხვედრის წინ, თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს მატჩის შესახებ ესაუბრა.

,, არ არის სასიამოვნო საფეხბურთო სეზონის ბოლო თამაში, მაგრამ ამას ჩვენ არ ვწყვეტთ. რთული თამაშები გველის და შემადგენლობაშიც დანაკლისი გვაქვს. რამდენიმე დღეა დარჩენილი და იმედი მაქვს, რომ ამ დროს სწორად მომზადებისთვის გამოვიყენებთ. საქართველოსთან მატჩზე ბევრი გვილაპარაკია, ეს მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. საქართველო ჩემი სამშობლოა, ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ არც კვიპროსია ჩემთვის უცხო. 30 წელია, რაც აქ ვცხოვრობ, მეუღლეც კვიპროსელი მყავს. საქართველოსთან მატჩი იოლი ვერ იქნება, მით უმეტეს ახლა, როცა ნაკრებს ბევრი ახალგაზრდა ჰყავს, კარგ საფეხბურთო ჩემპიონატებში. მეტოქეს ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც თავიანთი საფეხბურთო კარიერა ბრწყინვალედ განავითარეს“,- აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით,  კვიპროსის ნაკრები მუდმივად იცვლება და ვითარდება, რადგან გუნდი იყოს საუკეთესო. კვიპროსის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირების შემდეგ, 20 ივნისს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრებთან სათამაშოდ გაემგზავრება.

5 გუნდიანი ჯგუფიდან, ორი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ზემოთჩამოთვლილ ნაკრებებთან ერთად, ჯგუფში ესპანეთის ეროვნული გუნდიც თამაშობს.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი