ხვიჩა კვარაცხელია ,,ოქროს ბურთის“ ათეულშია
42 წლის შემდეგ, ,,ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ,,ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია. 2023 წლის ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი გამოცემამ Goal.com გამოაქვეყნა, რომელშიც 20 ფეხბურთელი იმყოფება. ხვიჩა კვარაცხელია ისეთ ვარკსვლავებს უსწრებს, როგორებიც ქარიმ ბენზემა, ჯარი კეინი, რაფაელ ლეაო, ფილ ფოდენი და სხვანი არიან.
,,ევროპული სეზონის ვარსკვლავი, გამორჩეული ,,კვარადონა“ ნაპოლის სერია A-ს სათავეში მიღწევაში დაეხმარა, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებაში. საქართველოს ნაკრებში, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობა აშკარად სერიოზული დარტყმაა ,,ოქროს ბურთზე“, მაგრამ მას რამდენიმე თვე აქვს იმისთვის, რომ სეზონის მეორე ნახევარში საუკეთესო ფიზიკურ ფორმას დაუბრუნდეს“,- წერს Goal.com კვარაცხელიას შესახებ.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველი მოთამაშეა. რომელიც ამ სიაში დაასახელეს.
“ოქროს ბურთის” მფლობელი პირველად 1956 წელს გამოვლინდა, როდესაც ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის ,,France Football“ რედაქტორმა გაბრიელ ანომ თავის კოლეგებს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვა. დღეისათვის, ეს არის ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ჯილდო და პრეტენდენტთა ათეულში მოხვედრაც კი უკვე დიდი პატივია.