ბირთვული ბომბის შექმნის ისტორიაზე

ბირთვული, ანუ ატომური იარაღი ფეთქებადი მოწყობილობაა, რომელშიც ენერგიის წყაროს ბირთვული რეაქცია წარმოადგენს.

ბომბის შექმნის ისტორია მანჰეტენის პროექტიდან დაიწყო. თუმცა, პირველი გარღვევა, 1911 წელს მოხდა და ის სერ ერნესტ რუთერფორდს ეკუთვნის. რუთერფორდმა აღმოაჩინა, რომ ატომური მასა მის ბირთვშია კონცენტრირებული. შემდეგ ეტაპზე, ნილს ბორმა, ატომის სტრუქტურა აღწერა და საბოლოოდ, ცხადი გახდა, რომ ურანის დიდი რაოდენობით ატომური ჯაჭვური რეაქცია შესაძლებელი გახდა. ეს კი, უკვე ატომური რეაქციაა, რომელიც ატომების გახლეჩით ან შეერთებით მიიღება.

ის მასობრივი განადგურების იარაღების ჯგუფს მიეკუთვნება.
ბირთვული იარაღის აფეთქების გამანადგურებელი ფაქტორებია: დასხივება, იონური გამოსხივება, დამრტყმელი ტალღა, რადიოაქტიური დაბინძურება და ელექტრომაგნიტური იმპულსი.

1945 წლის 16 ივნისს, ნიუ მექსიკოში, პირველი ატომური ბომბი, წარმატებით გამოსცადეს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და ცივი ომის მიმდინარეობის დროს, მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი, რაოდენობრივად მეტი და ასევე, ძლიერი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდნენ. დღემდე, მსოფლიოს ბირთვული იარაღების 90 % აშშ-ს და რუსეთს ეკუთვნის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ომების შემდეგ, ამ ორ სახელმწიფოს ბირთვული იარაღის რაოდენობა შეუმცირდა, თუმცა, მაინც, დღემდე ყველაზე მეტ იარაღს ფლობენ.

1986 წელს, მსოფლიოს ბირთვული იარაღის რაოდენობამ 70 300 ქობინი შეადგინა. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ბირთვული იარაღის მქონე სხვა სახელმწიფოებიც გაჩნდნენ. 1960 და 1964 წლებში, ბირთვული იარაღი საფრანგეთმა და ჩინეთმაც გამოსცადეს. მეხუთე, ყველაზე დიდი ბირთვული იარაღი, დიდ ბრიტანეთს აქვს.

დღეს, ბირთვული იარაღი 9 ქვეყანას აქვს: რუსეთს, აშშ-ს, საფრანგეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს, პაკისტანს, ინდოეთს, ისრაელსა და ჩრდილოეთ კორეას.

ატომური იარაღის გამოყენებას, კაცობრიობისთვის უმძიმესი საფრთხის მოტანა შეუძლია, უფრო ზუსტად კი, განადგურება. ასეთ ომს ქალაქების წამიერი განადგურების გარდა ბევრი რამ მოყვება. მაგალითად, რადიაციული ავადმყოფობების გავრცელება, ხანძრები, ბირთვული ზამთარი, ელექტრომაგნიტური იმპულსების გამო, თანამედროვე ტექნოლოგიების გათიშვა და სრულიად განადგურებაც კი.

ასეთი მაგალითი, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში არსებობს. ჰიროსიმასა და ნაგასაკის შემთხვევების დროს, ორივე ქალაქში, აფექების ცენტრიდან 1,6 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი განადგურდა. ჰიროსიმას მოსახლეობის მეოთხედზე მეტი, ერთი აფეთქებით გარდაიცვალა, ნაწილი კი, მძიმედ დაშავდა. მინები 20 კილომეტრის რადიუსზე ჩაიმსხვრა, ქალაქი კი, 5 კილომეტრის მანძილზე დაზიანდა.

ჰიროსიმაში, აფეთქების მომენტში 70 ათასი ადამიანი დაიღუპა. შემდეგ კი, მსხვერპლი რადიაციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ექსპერტების ვარაუდით, ჰოროსიმას კატასტროფის ეპიცენტრში, სიცხე 300 ათასი გრადუს ცელსიუსი იყო.

დღეს, ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს, ბევრად დიდი და ძლიერი ატომური შეიარაღება აქვთ. ზოგიერთი ატომური იარაღი, 3000- ჯერ აღემატება ჰიროსიმაში ჩამოგდებულს, რომელსაც ,,პატარა ბიჭი“ ეწოდებოდა და 12-13 კილოტონას იწონიდა. აშშ- ის ამჟამინდელ ბირთვულ არსენალში არსებული W88 – ქობინი კი, 475 კილოტონაა.

აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ ფაქტებით რომ ვიმსჯელოთ, ცხადია, ბირთვულ ომს რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია მსოფლიოსთვის. მსგავს აფეთქებებს, გარდა იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, სულიერი არსებების სიცოცხლის ხელყოფა შეუძლია, ასევე ბუნების კანონების მკაცრი ცვლილებაც ხელეწიფება. აუცილებლად შეიცვლება კლიმატი. ძლიერი რადიაცია გაჩნდება და ატმოსფეროში ჭვარტლი გაიფანტება. ეს კი, დედამიწას მზის სინათლეს დაუფარავს, რაც ბირთვულ ზამთარს გამოიწვევს.

ბირთვული იარაღი, მისი შექმნიდან დღემდე, შანტაჟისა და მისი აფეთქებით მუქარის ინსტრუმენტს წარმოადგენს. დღეს კი, მსოფლიო უდიდესი საფრთხის წინაშე დგას.

სალომე ხომასურიძე