,,სილამაზე ჩვენ ვართ და ჩვენშია“- საქართველოში პირველად წლის მთავარი სილამაზის ღონისძიება წარმატებით განხორციელდა
სააფთიაქო კომპანია PSP თავისი მომხმარებლის წინაშე ამჯერად სხვა ამპლუაში და სხვა სიახლით წარდგა. ,, Beauty Fair by PSP”- ასე ჰქვია ფესტივალს, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე მასპინძლობდა. წლის მთავარი სილამაზის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა.
სამი დღის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ბრენდებს, ესარგებლათ ექსკლუზიური შეთავაზებებითა და დაეგროვებინათ სასიამოვნო გამოცდილება. ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს ასევე შეეძლოთ გამოცდილი და პროფესიონალი ექიმებისგან მიეღოთ ინდივიდუალური რჩევები და რეკომენდაციები, ჩაეტარებინათ სხვადასხვა საჭირო პროცედურები და მონაწილეობა მიეღოთ მასტერკლასებში.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ექსკლუზიური გათამაშებები , საჩუქრები და ფასდაკლებები დახვდათ. ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის საბავშვო კუთხე მოეწყო, სადაც ძიძები, სრულიად უფასოდ, ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებით ართობდნენ. ორგანიზატორებმა არც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები დატოვეს უყურადღებოდ, საგამოფენო პავილიონში მათთვისაც სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი, სადაც სტუმრებს მათი დატოვების შესაძლებლობა ჰქონდათ. იყო არაერთი ლამაზი სივრცე, გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა ექსპერიმენტები, ცოდნის გაზიარება, ბევრი სიახლე, ახალი ბრენდების გაცნობა, გართობა და არაერთი კმაყოფილი და ბედნიერი ადამიანი.
პირველმა მასშტაბურმა სილამაზის ფესტივალმა გააერთიანა კოსმეტიკისა და თავის მოვლის ბრენდების ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები, ცნობილი Makeup არტისტები, დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები, პლასტიკური ქირურგები, ოფთალმოლოგები, სტომატოლოგები, ინფლუენსერები, სილამაზის ენთუზიასტები და სხვა მრავალი პროფილის წარმომადგენელი.
წლის მთავარი სილამაზის ღონისძიება 23 ივნისს დაიწყო და 25 ივნისს გრანდიოზულად დაიხურა.
ლიკა მაჩხანელი