ნინო სალუქვაძე მსოფლიო ოლიმპიადაზე მეათედ წარდგება
ნინო სალუქვაძემ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა. იგი პირველი ქალია სპორტის ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზებს.
მსროლელმა, ოლიმპიადაზე 9-ჯერ ასპარეზობისას, მედლის მოპოვება რამდენჯერმე მოახერხა. 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 19 წლის ასაკში, მან, საბჭოთა კავშირის გუნდში, ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალი, საქართველოს სახელით. ოლიმპიადის გარდა, სპორტსმენმა რამდენჯერმე მოახერხა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგება.
ნინო სალუქვაძე ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ღირსების ორდენისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენის კავალერია. მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალიც.
მსროლელი ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. მას, კარიერის განმავლობაში, 100- მდე მედალი აქვს მოპოვებული, 35- მდე მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული და გაჩერებას არც ამჯერად აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაზე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.