პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ,,შავი ლომი“ ,,ჩელენჯ ქაფის“ გათამაშებაში ჩაერთვება
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, პირველი ქართული ფრანჩაიზი ,,შავი ლომი“, ახალი სეზონიდან, ,,ჩელენჯ ქაფის“ გათამაშებაში ჩაერთვება. ტურნირში მონაწილეობას 18 გუნდი მიიღებს, რომლებიც სამ ჯგუფში უკვე გადაანაწილეს. სავარაუდოდ, ,,შავი ლომი“ C ჯგუფში იასპარეზებს, მეტოქეობას კი ფრანგული და ინგლისური გუნდები გაუწევენ.
2023- 2024 წლების სეზონის ,,ჩელენჯ ქაფის“ გათამაშება 8 დეკემბერს დაიწყება. ფინალური შეხვედრა კი, 2024 წლის მაისში, ლონდონის ,,ტოტენჰემ ჰოტსფურის“ სტადიონზე გაიმართება.
ამასთან ერთად, ,,შავი ლომი“ ევროპის სუპერთასზეც იასპარეზებს. A ჯგუფში საქართველოს გუნდის მეტოქეები: ესპანური ,,იბერიანსი“, პორტუგალიური ,,ლუზიტანუში“ და ისრაელის ,,თელ-ავივ ჰითი“ იქნებიან.
,,შავი ლომის“ მორაგბეებმა ევროპის სუპერთასზე, ქარი ქაფის ტურნირსა და სამხრეთამერიკულ ტურნეში თამაში უკვე მოასწრეს. ,,შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ორგზის მფლობელია. ქართველ მორაგბეებს ,,ჩელენჯ ქაფზე“ თამაში ქართული სარაგბო ფრანჩაიზის განვითარებაში ძალიან დაეხმარება.
,,ჩელენჯ ქაფი“ მეორე დონის საკლუბო ევროტურნირია, ჩემპიონატთა თასის შემდეგ. ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბი მას 1996 წლიდან ატარებს.