საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში 39 მედლით დაბრუნდა
39 მედალი და ტრიუმფალური დაბრუნება საქართველოში
15 და 17 წლამდელთა შორის, მედლების რაოდენობით, ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა. საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატიდან უდიდესი გამარჯვებით დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
ჩემპიონატზე მოასპარეზე 15 სპორტსმენიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა. გარდა ამისა, დამყარდა ევროპისა და საქართველოს რეკორდებიც. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ქართველთა გუნდის პირველივე წევრმა ააჟღერა. ვაჟთა ნაკრების ანგარიშზე 33 მედალია, გოგონებმა კი 6 მედლის მოპოვება შეძლეს.