პირველი დღე და პირველი ოქროს მედლები – მარიამ მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს, მარიამ მაისურაძემ ატაცსა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, ატაცში 68 / 72 / 74 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, აკვრაში კი 88 კილოგრამს გაართვა თავი და მე-4 ადგილზე გავიდა. სპორტსმენმა ორჭიდში მოგროვილი 162 კილოგრამით კვლავ უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო. გარდა ამისა, მარიამ მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 2 – 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

ბუქარესტში მიმდინარე (U20) და (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს კიდევ ორ ქართველ ძალოსანს, გიგა ოდიკაძესა და ბაჩუკი შამილიშვილს ვიხილავთ. გიგა ოდიკაძე (61 კგ.), U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ევროპულ ფიცარნაგზე გამოვა, 18 :00 საათზე კი კონტინენტის პირველობაზე ბაჩუკი შამილიშვილი (55 კგ.) იასპარეზებს.

20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 26 ივლისს დაიწყო.

 


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი