ამბობენ, – “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას აპირებს
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ნეაპოლის საფეხბურთო კლუბ “ნაპოლი”, ზამთრის ტრანსფერზე, ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვასა და კრიშტიანუ რონალდუს შეძენას აპირებს.
“ნაპოლის” სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კვარაცხელია მათ გუნდში თავს კარგად გრძნობს და ის არ იყიდება.
“ძალიან ბედნიერები ვართ, რომ “კვარა” ჩვენთან თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მან კარგი ფორმა უნდა შეინარჩუნოს. “კვარა” აბსოლუტურად შეუდარებელია და არ იყიდება!“.
გარდა ამისა, კრისტიანო ჯუნტოლიმ აღნიშნა, რომ “ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არათუ ხვიჩას გაყიდვას, არამედ არავის შეძენას არ აპირებს. მიზეზი არის ის, რომ გუნდში ყველაფერი კარგად მიდის და ცვლილების საჭიროება არ ჩანს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პირველ სეზონს ატარებს “ნაპოლიში”, რომელიც პირველ ადგილზეა, როგორც იტალიაში, ასევე ევროპაში. გუნდმა 11 წაუგებელი თამაში ჩაატარა და 29 ქულით ლიდერობს.
მეგი მიქაბერიძე