ლევილის პირველი ქართული ფესტივალი წარმატებით დასრულდა

20 აგვისტოს, ლევილში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა. სტუმრების წინაშე ფოლკლორული ანსამბლი ,,იალონი” და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორ ივანე ხუციშვილის სპექტაკლით ,,ყველაფერი ნამდვილად იყო”, წარდგნენ. ფესტივალი,სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის” კონცერტით დაიხურა.

 

ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი პირველი მასშტაბური ღონისძიება იყო, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამულში გაიმართა.

საფესტივალო პროგრამაში 300-მდე ხელოვანი მონაწილეობდა. კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, ფესტივალში  როგორც მუნიციპალური, ისე სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

რამდენიმე წელში, ჩვენს ქვეყანას, ლევილის სახით, ევროპაში  მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ექნება და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი.

აღსანიშნავია რომ, 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა. 2021 წლის ზაფხულში, პროექტი, სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაეცა. დღემდე, ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

2026 წლის სექტემბრამდე,  მამულის ტერიტორიაზე ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები) მოეწყობა.

 

ლევილის ქართული ფესტივალი წელს პირველად, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ღონისძიებებს ყველა მსურველი უფასოდ ესწრებოდა.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

პოდკასტი