ესპანეთსა და იტალიაში ძლიერი ქარი და წვიმაა, საბერძნეთში კი ტყის ხანძრებს ებრძვიან

ესპანეთსა და იტალიაში, ძლიერმა ქარმა და წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ბალეარის კუნძულებზე, კატალონიასა და ვალენსიაში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა, ქალაქ ბარსელონაში კი რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა.

ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმა მოვიდა ჩრდილოეთ იტალიაშიც. ლომბარდიაში ძლიერმა ქარიშხალმა ხეები ამოძირკვა და შენობების სახურავები დააზიანა. ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს ლიგურიასაც.

საბერძნეთში კი ტყის ხანძრებს დღემდე ებრძვიან. სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, კვირას, ქვეყნის მასშტაბით, 105 დიდი და მცირე ხანძრის კერა ფიქსირდებოდა, მათგან 46 კერა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაჩნდა.

ყველაზე რთული მდგომარეობაა ევროსის რეგიონში, თურქეთის საზღვართან, სადაც, კვირას, ევაკუაციის ბრძანება კიდევ ორმა ​​დასახლებულმა პუნქტმა მიიღო.

ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროპაში ხანძრების სიხშირის ზრდა კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.


ქართული ვაზის ჯიშები იტალიაში – პომპეის არქეოლოგიურ პარკში ექსპერიმენტული ვენახი გაშენდება

უხვი ნალექის შედეგად, გლდანში ერთი ოჯახი დაზარალდა

საქართველოს საელჩომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის ახალი კერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

გმირი ქალის ამბავი – დესპინა ახლადიოტუმ 40 წელი ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა

უამინდობა საქართველოში- ძლიერმა წვიმამ სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში პრობლემები შექმნა

პოდკასტი