პროექტს ,,თამარ მამალაძის ნაკვალევზე” მესტიამ უმასპინძლა

მესტიის მუნიციპალიტეტში, პროექტის – ,,თამარ მამალაძის ნაკვალევზე” ფარგლებში, კიდევ ერთი ექსპედიცია ჩატარდა.

მესტია ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც, გასულ საუკუნეში, ეთნომუსიკოლოგმა თამარ მამალაძემ საექსპედიციო მუშაობა ჩაატარა და ქართული ტრადიციული მუსიკის უნიკალური ნიმუშები ჩაიწერა.

2024 წელს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით,  თამარ მამალაძის არქივის გამოცემას გეგმავს.

თამარ მამალაძემ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში (ადიღეში) ნახევარი საუკუნის წინ იმოგზაურა, თუმცა, მის მიერ შეკრებილი მასალები დღემდე არქივში ინახება და არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

პროექტი  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.


მესხეთის ექსპედიცია -,,კვლევის ცენტრი“ ვანის ქვაბებს ესტუმრა

,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

პოდკასტი