პატარა ქანდაში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა ქანდაში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებითა და ფანჩატურით მოეწყობა. ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით, ატრაქციონებთან კაუჩუკის ფილები, ბილიკებზე კი კერამიკული ფილები დაიგება. ტერიტორია ლითონის კონსტრუქციით შემოიღობა, სადაც სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება.
სკვერში დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები და ურნები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.