ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია  ,,ფიფა“-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული. ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა იტალიურმა ვებგვერდმა ,,football-italia“-მ წერილი გამოაქვეყნა:

 „ნაპოლის“ ვარსკვლავები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ,,ფიფა“-ს წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოზე წარდგენილ 12 ნომინანტთა შორის არიან. გასულ სეზონში, „პარტენოპეი“, ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით,  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული გუნდი იყო. იოლად ავიდა სერია A-ს ცხრილის სათავეში და ჩემპიონთა ლიგაზე, „მილანთან“ მეოთხედფინალამდე შესანიშნავი თამაში აჩვენა. ოსიმენი და კვარაცხელია სპალეტის „ნაპოლის“ ორი გამორჩეული ვარსკვლავი იყო. პირველი 36, მეორე კი 31 გოლის შექმნაში მონაწილეობდა“,- ნათქვამია წერილში.

ცნობისათვის, ,,The Best Men’s Player“-ის პრი­ზის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლი ლიონელ მე­სია.

ამ და სხვა ნომინაციებში გა­მარ­ჯვე­ბულს გულ­შე­მატ­კი­ვა­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ნაკ­რე­ბე­ბის კაპიტნები და მწვრთნე­ლე­ბი ,,ფიფა“-ს ვებგვერდზე ხმის მიცემით გამოავლენენ. ხმის მიცემა უკვე დაიწყო და გულშემატკივრები პოზიციის დაფიქსირებას 6 ოქტომბრამდე შეძლებენ.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

ბათუმში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

პოდკასტი