XVII-XVIII საუკუნეების ძვირფასი ქართული ენქერი საქართველოს დაუბრუნდა

,, ერთი ძვირფასი ნივთი საქართველოს კუთვნილება გახდა! რამდენიმე თვის წინ, ლონდონის ერთ-ერთმა სააუქციონო სახლმა XVII-XVIII საუკუნეების ვერცხლმკედითა და ოქრომკედით გაფორმებული ძვირფასი ქართული ენქერი გასაყიდად გამოიტანა. გარდა იმისა, რომ ამ ნივთის მხატვრული და სულიერი ღირებულება ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდია, ენქერზე არის ასომთავრული წარწერა, სადაც, სავარაუდოდ, მოხსენიებულია დამკვეთი და შემწირველი, უნიკალური და ულამაზესი ქართული სახელით „თვალსამოთხე“. (ქ.ასათიანის პირველადი წაკითხვა). საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სააუქციონო სახლთან დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება ენქერის სამშობლოში დასაბრუნებლად. გამყიდველმა მხარემ  ანგარიში გაუწია ჩვენს კანონიერ ინტერესებს და ნივთი აუქციონიდან მოხსნა, უმოკლეს დროში კი, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლემ ძვირფასი ნიმუში აქუციონიდან გამოისყიდა და ის სამშობლოში დააბრუნა (ჩვენი მუზეუმების ისტორიაში, ბოლოს ასეთი რამ როდის მოხდა, არც კი მახსენდება). მქონდა პატივი ამ ენქერის შესახებ მცირე ინფორმაცია საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის მეორე ასამბლეაზე წამეკითხა. სამეცნიერო კვლევა აქტიურად გაგრძელდება და ავტორიტეტულ მეცნიერებთან ერთად შედეგებს გაგაცნობთ, ნივთიც უმოკლეს დროში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში გამოიფინება“,- დაწერა ფეისბუკ გვერდზე ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

საქართველო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

პოდკასტი