“დავაი ნიკოლოზ!” – ვენის ტურნირის ორგანიზატორების უპასუხისმგებლო საქციელი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთთვიანი შესვენების შემდეგ, სპორტს დაუბრუნდა და ვენის საერთაშორისო 500-ქულიან ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ის პირველივე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრს. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრის ორივე ნაწილი, ანგარიშით 2:6 და 2:6, წააგო.

ის დაუპირისპირდა რუს დანილ მედვედევს, რომელიც ბევრად გამოცდილი და რუსეთის ნომერ პირველი ჩოგბურთელია. ორგანიზატორები მონაწილეებს გასამხნევებელ სიტყვას სპეციალურ ეკრანზე, მშობლიურ ენაზე უწერდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან მითითებული იყო წარწერა ქართულ ენაზე “მიდი ნიკოლოზ!“, წელს უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. დასახელებულ ტურნირზე, ბასილაშვილის მხარეს გამოჩნდა წარწერა “დავაი ნიკოლოზ!” (რუსული სიტყვა давай ქართული შრიფტით იყო დაწერილი).

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეს წინადადება, პირსახოცით დამალა.

​აღსანიშნავია, რომ რუსებს შეზღუდვები ჩოგბურთშიც აქვთ დაწესებული. ისინი ნეიტრალური დროშით ასპარეზობენ. რუსი ჩოგბურთელის სახელი ლათინური შრიფტით ეწერა.

რუსულმა მედიამ ნიკოლოზ ბასილაშვილის ქმედება დადებითად აღიქვა და საკუთარი ინტერპრეტაციით შეაფასა. როგორც mosregtoday.ru განმარტავს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული წარწერა რუსი სპორტსმენის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გააკეთა.

წყარო: “სპორტალ.ჯი”

მეგი მიქაბერიძე

 


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი