ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

გაზაფხულზე მოპოვებულ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს მოჭიდავე ლერი აბულაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მიამატა. ბელგრადში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენმა ოთხი შეხვედრა მოიგო. მოჭიდავემ ფინალამდე თურქ, უკრაინელ და ფრანგ მეტოქეებს აჯობა, საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი მურად მამადოვი დაამარცხა.

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. ქართველ სპორტსმენს, 2021 და 2022 წლებში, მიზნამდე თითო გამარჯვება დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სულ ორი მედალი მოიპოვა. აბულაძის გარდა, კვარცხლბეკზე ნუგზარ წურწუმია ავიდა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან მეორე ადგილი დაიკავა.


ქართველი პატიმრები ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი