აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის უკანდახევის შემდეგ პოლიციამ ათობით წამების ადგილი აღმოაჩინა
სულ მცირე ხუთ სხვადასხვა პროვინციაში რუსეთის ჯარებმა წამების არქიპელაგის ნარჩენები დატოვეს, ხშირად შენობებში, სადაც ოჯახები ცხოვრობდნენ ან ბავშვები თამაშობდნენ.
პარასკევს, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციის მთავარმა გამომძიებელმა, სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღმოსავლეთ ხარკოვის პროვინციაში 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, მათი უმეტესობა ქალაქ იზიუმში მდებარე მასობრივი საფლავიდან არის. ბევრ მათგანს წამების კვალი აღენიშნება.
ლიმანში, სამხრეთ-აღმოსავლეთით 100 მილის დაშორებით, სადაც რუსული ძალების საკვანძო სატრანსპორტო კერა იყო, სანამ გასულ კვირას ამ ტერიტორიას უკრაინის არმია უკან დაიბრუნებდა, ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, კიდევ 39 “სამარხი” იქნა აღმოჩენილი. გაურკვეველი იყო, რამდენი ცხედარი იყო დაკრძალული იქ, ან როგორ დაიღუპნენ ისინი. მოკლულთა შორის ყველაზე პატარა შარშან დაიბადა.
რუსული ოკუპაციის დროს უკრაინელებმა გაიგეს, რომ ყველაზე ამქვეყნიური ადგილებიც კი შეიძლება ტერორის სცენად იქცეს. პოლიციამ იპოვა წამების ადგილები სარდაფებში, საცხოვრებელ ოთახებსა და ბაღებში. კიევის გარეუბანში, ბუჩაში მამაკაცებს სცემეს და ბავშვთა საზაფხულო ბანაკის სარდაფში დახვრიტეს. იზიუმში ჯარისკაცებმა საბავშვო ბაღი და სამედიცინო კლინიკა გამოიყენეს.
ბოლვინოვის თქმით, მისმა გამომძიებლებმა ხარკოვის რეგიონში 22 ადგილი იპოვეს, რომლებიც წამებისთვის გამოიყენებოდა.
იზიუმის აღმოსავლეთით მდებარე პატარა სოფელ პისკში რადკოვსკის სახლში დაახლოებით 10 რუსი ჯარისკაცი იყო დაბანაკებული, მათ შორის, მეთაურიც. მათ იქ დასაკითხად მიჰყავდათ სამოქალაქო და სამხედრო პატიმრები, – განაცხადა პოლიციამ.
მაღალ ბალახში ისევ ყრია უკრაინის ეროვნული გვარდიის ფორმები. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს გაზის ნიღაბი, რომელიც, მათი აზრით, დაკავებულებს ცემის დროს თავზე ჰქონდათ ჩამოცმული. ერთ ოთახში ამოღებული კბილების ყუთი იპოვეს. ნივთები გაიგზავნა დნმ-ის ანალიზისთვის, რათა დადგინდეს, იყო თუ არა ისინი ადგილზე გამოყენებული.
უფრო სტრატეგიული რუსული უკანდახევა ხერსონში ხანგრძლივი ბრძოლის სიგნალია.
სახლის მეპატრონე ჩუმად ადევნებს თვალს საკუთარ სახლს. ”არ ვიცი, რა ვუყოთ ამ ადგილს ახლა?” – თქვა 40 წლის ივანმა, რომელმაც რუსების დაბრუნების შემთხვევაში შურისძიების შიშით საკუთარი გვარი არ დაასახელა. “ეს ჩვენი სახლი იყო.”
“სასტიკად გვცემდნენ”, – იხსენებს დიმიტრიევი. ჯარისკაცები მას ხის ჯოხებით ურტყამდნენ. ისინი ხშირად მთვრალები იყვნენ და მათი კითხვები არაკონცენტრირებული იყო, თითქოს თავადაც არ იცოდნენ, რა ინფორმაციას ეძებდნენ. ისინი მას უკრაინის არმიის წევრობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ადგილობრივი მცხვრები ამბობდა, რომ არ იყო სამხედრო პირი. სამხედრო სამკერდე ნიშანი, რომელიც რუსებმა მის ნივთებს შორის იპოვეს, მეგობრის საჩუქარი იყო.
”მნიშვნელობა არ ჰქონდა რას ამბობდი, ისინი უბრალოდ ტკივილს გაყენებდნენ”, – თქვა მან.
წყარო: “ვაშინგტონ პოსტი”