თბილისის ბოტანიკურ ბაღში “შემოდგომის ყვავილების გამოფენა” გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 5-6 ოქტომბერს თბილისში, “შემოდგომის ყვავილების გამოფენა” მოეწყობა.

ღონისძიება 12:00-დან 18:00-მდე ჩატარდება და ბოტანიკური ბაღის კოლექცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, ქრიზანთემების 150-ზე მეტი და გეორგინების 50-მდე ჯიში.

ამ ყველაფერთან ერთად კი, მნახველებს ბოტანიკური ბაღი შემოდგომის ყვავილებით სხვადასხვა კომპოზიციებსაც შესთავაზებს.

ღონისძიების სტუმრებს, ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთებისა და სხვადასხვა ყვავილის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები, დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც მიაწვდიან.

“ყვავილების გამოფენა” ბოტანიკური ბაღის ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად, შემოდგომის პერიოდში ტარდება.


სალომე ხომასურიძე