დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

დღეს, 12 მაისს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასაც სწორედ ამ წმინდანის სახელს უკავშირებენ. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, წელიწადში 2-ჯერ, 12 მაისსა და 13 დეკემბერს აღნიშნავს.

წმინდანის ხსენების დღე, განსაკუთრებულად დიდაჭარაში აღინიშნება, რადგან დიდაჭარობის სახალხო დღესასწაული ტარდება. მრევლი სწორედ იმ ადგილას იკრიბება, სადაც, გადმოცემის თანახმად, ანდრია პირველწოდებულმა პირველი ქრისტიანული ტაძარი ააგო.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ საქართველოში 12 მაისი წმინდა სინოდმა ჩვენი ქვეყნის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. სწორედ ამიტომ, უქმე დღეა.

მედია სააგენტო ,,24” გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.

სალომე ხომასურიძე