თბილისის მთავარი ნაძვის ხე ხვალ, საზეიმოდ განათდება

თბილისის მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, საზეიმო ვითარებაში ხვალ, 20:00 საათზე აინთება. საზეიმო ღონისძიების შემდეგ გაიმართება კონცერტი.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძეს განცხადებით, ისეთი სადღესასწაული თარიღები, როგორიცაა ახალი წელი განსაკუთრებულ აღნიშნვას საჭიროებს. შობა-ახალი წელი იმედთან, ბედნიერებასთან და დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ არსებობს თარიღები, რომლებიც, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საჭიროებს განსაკუთრებულ აღნიშვნას, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი’’, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თანაქალაქელები ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე მიიწვია. კალაძემ ღონისძიებაზე განსაკუთრებული სტუმრები, პატარები დაპატიჟა და ზამთრის ყინვების გამო, სტუმრებს თბილად ჩაცმისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო დღეებში საახალწლო სოფლის გახსნაც იგეგმება, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართება.

თაკო ბოკუჩავა