თბილისში შოკოლადის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება 

10-11 დეკემბერს თბილისის ბოტანიკური ბაღი შოკოლადის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადები, საახალწლო ნივთები და თემატური დეკორაციები.

ღონისძიების სტუმრებს დრამერების შოუ, “ქუჩის თეატრი”, თოვლის პაპა, საახალწლო ფოტოდეკორაცია და DJ დახვდებათ. ასევე, კონდიტერის მასტრეკლასზე დასწრებაც შეეძლებათ, რომელიც შოკოლადიან ჩურჩხელებსა და საახალწლო თათარას მოამზადებს.

აღსანიშნავია, რომ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი მეოთხედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას 15-მდე დამწყები და ყველასთვის ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები

მიიღებენ. თაკო ბოკუჩავა