უკრაინაში დაღუპული მეომარი მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე, სამშობლოში ჩამოასვენეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მის ცხედარს, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეომარი, უკრაინაში საბრძოლველად, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან, მალევე წავიდა. რამდენიმე დღის წინ კი, ის ბახმუტის მისადგომებთან ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მასთან ერთად, კიდევ ერთი მებრძოლი, სერგო ქართველიშვილი დაიღუპა, სამი ქართველი მეომარი კი, დაიჭრა. როგორც ცნობილია, მათი სიცოცხლე, სნაიპერის ტყვიამ დაასრულა. ამ ეტაპზე კი, დაღუპულთაგან, მხოლოდ მიხეილ თევდორაძის გადმოსვენება მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულ მებრძოლს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში, მშობლიურ სახლში გადაასვენებენ. სამშაბათს კი, მის ცხედარს მშობლიურ მიწას მიაბარებენ.

სალომე ხომასურიძე