საქართველო თურქეთს 1 მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.
აღსანიშნავია, რომ ეს თანხა, მათთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხიდან გამოიყო.
აღნიშნულ განკარგულებას, ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. გამოყოფილი თანხა კი, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა საჭიროებების შესყიდვას, ასევე, სტიქიის ზონაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.
სალომე ხომასურიძე