თურქეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 31 643-ს მიაღწია
ამ დროის მონაცემებით, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 31 643-ია. ამის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამძებრო-სამაშველო და სალიკვიდაციო ოპერაცია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში, კვლავ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა ჰატაიში მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გადარჩენილი ქალის ამოყვანა მოახერხეს.
გაერო-ს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის შემდეგ, უსახლკაროდაა დარჩენილი 350 000-მდე ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ გაერო-მ სირიის დაზარალებულ რაიონებში, 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.
სალომე ხომასურიძე