“ასეთები ვართ ქართველები, პატარა ერი დიდი გულით” – მაშველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან

6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში მყოფი საქართველოდან დასახმარებლად ჩასული მეხანძრე-მაშველი მიხეილ შუბითიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართველი მაშველების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის გამორჩეულად კეთილ განწყობაზე საუბრობს.

“ერთი კვირა გავიდა რაც აქ ვართ, რა შემიძლია ვთქვა, ადგილობრივების გასაჭირზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ საქართველომ და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ სხვაზე უკეთესები თუ არა, ნაკლები არაფრით არ ვართ! ადგილობრივები პირდაპირ გვთხოვდნენ, – თქვენ მოდით, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არ გვინდაო. საქართველოს, როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, რადგან ხედავენ რომ თავს არ ვზოგავთ, ასეთები ვართ ქართველები, პატარა ერი დიდი გულით”, – წერს მიხეილ შუბითიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი