საქართველოდან თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა
საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ერთი მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
ცნობილია, რომ ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.
მათი ინფორმაციით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.
სალომე ხომასურიძე