ქართველი მაშველები მიწისძვრის ეპიცენტრში (ვიდეო)
საქართველოდან წასული 100-მდე მეხანძრე-მაშველი განაგრძობს თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. ისინი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. პირველივე დღეს შეძლეს, ნანგრევებში მოყოლილი 3 ადამიანის გადარჩენა, მათ შორის, ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა.
ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს.
თურქეთ-სირიის საზღვარზე 6 თებერვალს მომხდარი 7-ბალიანი მიწისძვრის შედეგად 37 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და ეს არ არის საბოლოო რიცხვი.