სტიქიით დაზარალებულთათვის თურქულმა ტელეარხებმა 6 მლრდ აშშ დოლარი შეაგროვეს
სტიქიით დაზარალებული თურქეთის ფინანსური დახმარებისთვის, რვა თურქულმა ტელეარხმა, ერთობლივი ტელემარათონი გამართა, რომლის ფარგლებშიც 6.1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით თანხა შეგროვდა.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტელემარათონიდან შემოსული თითოეული ცენტი, დაზარალებულთა კეთილდღეობას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან, თურქეთში 35 418 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი, ეს რიცხვი 5 814-ს შეადგენს.
სალომე ხომასურიძე