უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი გიორგი ნარმანიაა, რომელიც ბახმუტთან ბრძოლებში დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 37 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სალომე ხომასურიძე