ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის მხოლოდ 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ, ხოლო 5 ქუჩა/გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 10 წელზე მეტი ასაკის A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის იმ 5 ქუჩაზე არ შეეძლებათ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით.

ესენია: ილია ჭავჭავაძის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი, ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩები.

რაც შეეხება იმ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ავტობუსის ზოლი სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებითაა და ტაქსის მძღოლებს მხოლოდ ამ ავტობუსის ზოლზე შეუძლიათ გადაადგილება, ასე გამოიყურება:

მოსკოვის გამზირი;
ჯავახეთის ქუჩა;
ვიქტორ კუპრაძის ქუჩა;
სესილია თაყაიშვილის ქუჩა;
ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი;
ქეთევან დედოფლის გამზირი;
გრიგოლ ორბელიანის მოედანი;
რუსთაველის გამზირი;
თამარ მეფის გამზირი;
ჟიული შარტავას ქუჩა;
ანა კალანდაძის ქუჩა;
პეკინის გამზირი;
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;
მიხეილ თამარაშვილის ქუჩა;
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი;
ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა;
გრიგოლ რობაქიძის გამზირი;
მირიან მეფის ქუჩა;
პეტრე იბერის ქუჩა.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის იმ ტაქსების ოდენობა, რომელთა ასაკი 10 წელს აღემატება, 3500-ს შეადგენს.

ტაქსებთან დაკავშირებით თბილისის მერ კახა კალაძის ინიციატივას მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტაქსებთან დაკავშირებული რეფორმა საზოგადოების პოლარიზაციასა კიდევ უფრო გააღრმავებს.

ლელა დევდარიანი


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი