ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა
სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერისა და მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლები, ბაღის ტერიტორია მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად დაიყო. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყო. სკვერი შადრევნებითა და დეკორატიული განათებებით გალამაზდა, ფუნქციური ზონები გრანიტის ქვაფენილით ერთმანეთს დაუკავშირდა, ტერიტორიაზე კი სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტები განთავსდა. ქვაფენილით მოპირკეთდა გზის სავალი ნაწილიც.
პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 4 200 000 ლარით დაფინანსდა.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარს შეადგენს.