“მე ვრჩები ჰოლივუდში და არსად წავალ” – ნუცა ბუზალაძე კონკურსს გამოეთიშა

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც კონკურს American Idol-ის საუკეთესო 12 ფინალისტს შორის მოხვდა, პროექტს გამოეთიშა.

ნუცა ბუზალაძე

ეს პირველი შემთხვევაა შოუს 21-წლიანი ისტორიის განმავლობაში, როცა 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა უცხოელი შემსრულებელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან არ არის.

ამასთან დაკავშირებით ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს სადაც ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც მომღერალი წერს, კონკურსს რაღაც ეტაპზე რომ გამოეთიშებოდა, ამ აზრს შეგუებული იყო, მაგრამ თავს უკვე გამარჯვებულად მიიჩნევს.

“ეს პირველი ნაბიჯია ჩემი, როგორც მომღერლის შანსების შეერთებულ შტატებში და ეს მხოლოდ დასაწყისია… გულწრფელად რომ გითხრათ, როცა ვიხსენებ ჩემს მოგზაურობას, ძალიან ემოციური ვარ და ეს უკვე მაძლევს თავს გამარჯვებულად”, – წერს ნუცა ბუზალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, ბავშვობის ოცნება აიხდინა და მადლობელია AmericanIdol-ის ოჯახის, რომ შოუში ერთადერთი უცხოელი კონკურსანტი ის იყო, ის რჩება ჰოლივუდში.

“მეგობრებო, გგონიათ, განადგურებული ვარ შედეგებით? აბსოლუტურად არა! და სრულიად გულწრფელად ველოდი ამას. ეს პირველი ნაბიჯია ჩემი, როგორც მომღერლის, შეერთებულ შტატებში და ეს მხოლოდ დასაწყისია… გულწრფელად რომ გითხრათ, როცა ვიხსენებ ჩემს მოგზაურობას, ძალიან ემოციური ვარ და თავს გამარჯვებულად ვგრძნობ. მე ძალიან თავმდაბალი ვარ და მადლობელი ვარ AmericanIdol-ის ოჯახის, რომ ერთადერთი უცხოელი კონკურსანტი შოუში მე ვიყავი. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორი მადლობელი ვარ ჩემი თაყვანისმცემლების საქართველოში და ახლა აშშ-შიც – მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა ყველაფერს ნიშნავს! მილიონი მადლობა ქართველ ემიგრანტებს მთელი მსოფლიოდან! ყველაზე მაგარი ხალხი ხართ.

დღეს სიყვარულითა და სიხარულით ვარ სავსე! მაგრამ ასევე სავსე ვარ ენერგიით, მოტივირებით, ძალით და მონდომებით, რომ გადავდგა შემდეგი ნაბიჯები ჩემს კარიერაში! ორ რამეს გპირდები: მომავალში ბევრჯერ გაიგონებთ ნუცას, მე ვრჩები ჰოლივუდში და არსად წავალ”, – წერს ნუცა ბუზალაძე.

მისივე ინფორმაციით, როცა პროექტის მონაწილე ტოპ-12-ში გადადის, მომღერალს იწვევენ საფინალო კონცეტრში და რომელიმე ცნობილ მომღერალთან დუეტში ამღერებენ.

შორენა ღავთაძე

ასევე წაიკითხეთ:

მომღერალი ნუცა ბუზალაძე “ამერიკის ვარსკვლავის” კონკურსანტია

“ჯენიფერ ლოპესი საქართველოდან” – ნუცა ბუზალაძის პირველი წარმატება American Idol-ში

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ ოცეულშია

“არ დაჩაგრეს პატარა ქვეყნის ნიჭიერი კონკურსანტი” – ნუცა ბუზალაძის მორიგი წარმატება


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი