მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება – თურქეთში – 17 674, სირიაში – 3 377 დაღუპული
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში 17 674 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი, – 3 377.
აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის, მიწისძვრის შედეგად, თურქეთში 72 879 ადამიანია დაშავებული, სირიაში კი, მათი რიცხვი 3 000-ს მიუახლოვდა.
ამ დროისთვის, სამძებრო სამაშველო სამუშაოები, ორივე ქვეყანაში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევებიდან ადამიანების ცოცხლად ამოყვანის შანსები უკვე საკმაოდ მცირეა, კარამანმარასში მაშველებმა, შემთხვევიდან, 96 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 26 წლის კაცი, ცოცხალი ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის 10-მდე პროვინციაში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, თურქეთში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაშველები ჩავიდნენ. მათ შორის, საქართველოდანაც. სამაშველო სამუშაოებში, ქართველი 100 მეხანძრე-მაშველია ჩართული, რომლებმაც ნანგრევებიდან უკვე, რამდენიმე ადამიანი ამოიყვანეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს.
სალომე ხომასურიძე
ასევე წაიკითხეთ:
თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა
ქართველმა მაშველებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს (ვიდეო)
თურქეთში მიწისძვრას ქართველი ემიგრანტი, 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა