ქართველმა მაშველებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს (ვიდეო)

ქართველი მაშველები თურქეთში, სამაშველო ღონისძიებებში, აქტიურად ჩაერთვნენ, წუხელ მათ კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს.

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველები აქტიურად მონაწილეობენ. გასული ღამით, ქალაქ ადიამანში, რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მანამდე კიდევ ერთი დაზარალებული გადაარჩინეს, ქალი, რომელიც 48 საათი იმყოფებოდა ნანგრევებში, გავრცელებული ინფორმაციით, კონტაქტურია და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამატებითი 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოდან უკვე ჩავიდა. ისინი ქართველი მაშველების ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. მანამდე საქართველოდან თურქეთში კიდევ 60 მაშველი და სპეც-ტექნიკა გაიგზავნა.

მათივე ინფორმაციით, მაშველები მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დასახმარებლად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

ასევე წაიკითხეთ:

თურქეთში მიწისძვრას ქართველი ემიგრანტი, 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა

თბილი სამოსი, საძილე ტომრები, ჰიგიენის საშუალებები… – თურქეთში გასაგზავნ დახმარებას საელჩო აგროვებს

მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად თურქეთში 60 ქართველი მაშველი გაემგზავრა

“საქართველოში 6 მაგნიტუდის მიწისძვრაც საკმარისია” – გეოლოგი ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ